8 წლის ბავშვი ყოველთვიურად 127 ათას დოლარს გამოიმუშავებს

ჩარლიზ კრაფტს YouTube-ზე საკუთარი კულინარიული არხი აქვს

8 წლის ავსტრალიელი გოგონა ყოველთვიურად 127 ათას დოლარს გამოიმუშავებს. ჩარლიზ კრაფტი, რომელსაც უკვე შეარქვეს მინი-მარტა სტიუარტი, პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც YouTube-ზე საკუთარი კულინარიული არხი გახსნა და ვიდეოებს ტვირთავს.

ონლაინ ვიდეო სარეკლამო კომპანია Outrigger Media-ს მონაცემებით, საკუთარმა არხმა პატარა კულინარს მხოლოდ მარტში რეკლამიდან 127 777 დოლარის შემოსავალი მოუტანა. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ საქვეყნოდ ცნობილმა ჯეიმი ოლივერმა რეკლამიდან გასულ თვეს მხოლოდ 32,261 დოლარი გამოიმუშავა.

”ბიზნეს ინსაიდერის” ინფორმაციით, ჩარლისა და მისი ხუთი წლის და, ეშლის ვიდეოებს, ყოველთვიურად საშუალოდ 29 მილიონი ნახვა აქვს. ეშლი უფროს დას ასისტენტობას უწევს და დეგუსტატორის ფუნქციას ითავსებს.

YouTube-ზე ჩარლი კრაფტმა საკუთარი არხი CharlisCraftyKitchen 2012 წელს გახსნა და სულ რაღაც სამ წელიწადში არხი ნამდვილ კულინარიულ არხად იქცა. გოგონებს უკვე 320 ათასი ხელმომწერი ჰყავთ. ჩარლი და ეშლი მომხმარებელს ვიდეოში აჩვენებენ, როგორ უნდა გამოაცხონ გემრიელი საბაშვო ტორტები, მათ შორის სადღესასწაულო და როგორ უნდა გააფორმონ ეს ტორტები ორიგინალურად.

ჩარლი და მისი 5 წლის დაიკო პირველები არ არიან, ვინც YouTube-ზე გავრცელებული ვიდეოების მეშვეობით ათობით ათას დოლარს შოულობენ. პოპულარული არხის Hulyan Maya-ს დამფუძნებლები მარკი და რეი წლიურად რეკლამისგან 1,5 მილიონ დოლარს შოულობენ და ეს მხოლოდ თავიანთი სამი მცირეწლოვანი შვილის წყალობით, რომლებიც სათამაშოებით თამაშობენ.