კრეატიული ვიზუალისა და მაღალი ხარისხის შეფუთვა რომ მარკეტინგში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უკვე დროში გამოცდილი და აღიარებულია. საინტერესო და კრეატიული იდეების განხორციელებას ხელს უწყობს ტექნოლოგიური განვითარებაც, რაც საბოლოოდ მარკეტერებს პროდუქტის უფრო საინტერესოდ წარმოჩენის საშუალებას აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ხარისხიანი შეფუთვების დასაბეჭდად ბევრი ტექნოლოგია გამოიყენება, მათ შორის ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ყველაზე გამორჩეული წამყვანი ციფრული კორპორაცია HP-ს დანადგარი „ინდიგო 20 000-ია“, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 60 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი.
დანადგარის შესაძლებლობები სცდება სტანდარტული ბეჭდვის საზღვრებს და ექსპერიმენტების ჩატარების საშუალებას იძლევა, რაც მთავარია, მცირე დანახარჯებით. დანადგარი რამდენიმე წლის წინ პოლიგრაფიულმა საწარმო კოლორ ჯგუფმა შემოიტანა და საზოგადოებამ მისი მეშვეობით წარმართული არაერთი მარკეტინგული კამპანიაც იხილა.
უფრო კონკრეტულად, რას სთავაზობს კოლორ ჯგუფი ბიზნესს „ინდიგო 20 000-ს“ მეშვეობით დეტალურად კომპანიის გაყიდვების აღმასრულებელმა მარიამ მუხიგულმა განმარტა:
„კოლორ ჯგუფი“ ამიერკავკასიაში ერთადერთია, ვინც ბიზნესს “ინდიგო 20 000-ით” ბეჭდვის შესაძლებლობას სთავაზობს. საინტერესოა, რა შეცვალა დანადგარის საქართველოში შემოტანამ ბაზარზე?
„ინდიგო 20 000“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კონკრეტული პროდუქტის შეფუთვა გაამარტივონ, რადგან ეს აღარ არის დაკავშირებული ფინანსურ რისკებთან. კომპანიებს აღარ უწევთ ერთჯერადი ხარჯების გაწევა და საბეჭდი ფორმების დამზადება.
საინტერესოა, როგორ განვითარდა შეფუთვების მიმართულება საქართველოში დანადგარის შემოტანის შემდეგ?
„ინდიგო 20 000-ის“ შემოტანის შემდეგ დიდ და მცირე ბიზნესებს გაუჩნდათ ამბიცია, იყვნენ გამორჩეულები და სხვადასხვა მიმართულებებით ჩაატარონ ექსპერიმენტები. დანადგარი უადვილებს კომპანიებს მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს, რაც აღარ მოითხოვს დამატებით ხარჯებს. ასევე, „ინდიგო 20 000-ზე“ ბეჭდვა კომპანიებს აძლევს საშუალებას, დაზოგონ ადამიანური რესურსიც, რადგან დანადგარს ერთი კონკრეტული ვიზუალით შეუძლია დააგენერიროს ასობით პატერნი.
„კოლორ ჯგუფმა“ წამყვანი ბიზნესების პროდუქციის შეფუთვებზე იმუშავა, რისთვისაც სწორედ „ინდიგოს“ იყენებდა. გაქვთ თუ არა უკუკავშირი მომხმარებლებისგან, რა შედეგები მიიღეს მათ უნიკალური შეფუთვის მქონე პროდუქციის სარეალიზაციოდ ჩაშვების შემდეგ?
ნამდვილად დიდი გამოხმაურება მივიღეთ და კმაყოფილი კომპანიებიც მრავლად გვყავს. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი შეფუთვების მიმართულებით კიდევ უფრო აქტიური იქნება, რადგან პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა კომპანიების აქტივობაც შეაფერხა. გარდა სარეალიზაციო პროდუქტებისა, კომპანიები ხშირად გვიკვეთავენ სასაჩუქრე, სახელობით მასალებს, იქნება ეტიკეტი, სასაჩუქრე ყუთი, ბლოკნოტი, ჩანთა და ა.შ
რა უპირატესობები აქვს დანადგარს, რით არის ის გამორჩეული სხვა საბეჭდი მოწყობილობებისგან?
გარდა უნიკალური ვიზუალებისა „ინდიგო 20 000-ის“ უპირატესობა მისი ხარისხია. ჩვენი პარტნიორი კომპანიების დიდმა ნაწილმა შეფუთვების ძირითადი ნაწილი სწორედ აღნიშნულ დანადგარზე გადმოიტანა. „ინდიგო 20 000“ გამოირჩევა ხარისხით, სისწრაფით, მოქნილობით და როგორც უკვე ვთქვით, შესაძლებლობებით
რომელ ქვეყნებში იყენებენ „ინდიგო 20 000-ს“ აქტიურად და რამდენად დანერგეთ თქვენ სრულად მათი პრაქტიკა?
„ინდიგო 20 000-ის“ გამოყენების კუთხით მოწინავე ადგილზეა აშშ. მოგვიანებით ის პოპულარული გახდა ევროპაშიც. „ინდიგო 20 000-თან“ აქტიურად თანამშრომლობს „კოკა-კოლის“ ცენტრალური წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში, მათ უკვე არაერთი მარკეტინგული პროექტი განახორციელეს.
გვიამბეთ ბოლო წარმატებული და მასშტაბური პროექტის შესახებ და რით იყო გამორჩეული ის?
ერთ-ერთი ასეთი ბოლო პროექტია „ბაკურიანის“ კამპანიაა - „რომ გაიცნობ უფრო შეგიყვარდება“ - ეს პროექტი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ერთსა და იმავე პროდუქტს ჰქონდეს განსხვავებული დიზაინი ზედმეტი დანახარჯის გარეშე. ბაკურიანის 0,5 მლ-იან შეფუთვებზე დატანილია საქართველოს ქალაქები. ყველა მათგანი განსხვავებული და გამორჩეულია, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე.
რა გეგმები აქვს კოლორ ჯგუფს „ინდიგო 20 000-თან“ დაკავშირებით?
როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, „ინდიგო 20 000“ მსოფლიოში სულ 60 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ამიერკავკასიაში კი მხოლოდ ჩვენ „კოლორ ჯგუფი“ ვთავაზობთ დამკვეთს ამ დანადგარით მომსახურებას. ამ ეტაპზე გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანია აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით როგორც აზიის, ისე ევროპის ბაზარზე. გარდა „ინდიგო 20 000-ის“ შესაძლებლობებისა, „კოლორ ჯგუფი“ მომხმარებელს სთავაზობს მოქნილ, სწრაფ და ლოგისტიკურად გამართულ სრულ მომსახურებას ერთ სივრცეში.
R