მაისში სურსათის მსოფლიო ფასები შემცირდა

აპრილის ზრდის შემდეგ, FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ცნობით, სურსათის მსოფლიო ფასებმა მაისში კვლავ კლება დაიწყო.

სურსათის ფასების ინდექსი 2023 წლის მაისში 124,3-ს შეადგენდა, რაც აპრილთან შედარებით 3,4 პუნქტით ნაკლებია (2,6%) და 35,4 პუნქტით ნაკლებია 2022 წლის მარტის რეკორდულ მაჩვენებელზე (22,1%).

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი არის შეწონილი საშუალო მაჩვენებელი, რომელიც აკონტროლებს საერთაშორისო ფასების დინამიკას, საკვები პროდუქტების ხუთი ძირითადი ჯგუფისთვის.

კოკა კვირკველია