ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ადრინდელი სახით ვერ აღდგება, სამანქანო დარბაზის აღჭურვილობა მთლიანად განადგურებულია, - ამის შესახებ "უკრჰიდროენერგო" იუწყება.
„აფეთქების შედეგად სამანქანო დარბაზი მთლიანად განადგურდა. ჰიდროელექტროსადგურის აღდგენა შეუძლებელია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომპანიის ცნობით, კახოვკას წყალსაცავის „დამუშავება“ უახლოესი 4 დღის განმავლობაში მოხდება. დილის 9 საათიდან წყლის დონე უკვე სწრაფად ეცემა. „უკრჰიდროენერგო“ აგრძელებს სიტუაციის ანალიზს, ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ ნგრევის მასშტაბების, წყლის სიჩქარისა და მოცულობის დადგენაზე. ინფორმაცია განახლდება“, - აცხადებენ „უკრჰიდროენერგოში“.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობისა და ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. ხერსონის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ პროკუდინის განცხადებით, დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე „კრიტიკულ ზონაში“ დაახლოებით 16 000 ადამიანი იმყოფებოდა. მისი თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია ავტობუსებითა და მატარებლით მიმდინარეობს.