საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) აღმასრულებელ დირექტორს, ფილიპ როუზს (Philip Rose) შეხვდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე დაესწრო.
„მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, ბანკის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა მიმოიხილეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება 2024 წლის მაისში, თბილისში ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზაციულ საკითხებს დაეთმო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.