„წითელი ზღვის საერთაშორისო აეროპორტი“ ზაფხულში გაიხსნება

საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც საუდის არაბეთის სანაპიროზე მსხვილი ტურისტული პროექტის „წითელი ზღვის“ ფარგლებში შეიქმნა, პირველი თვითმფრინავის მიღებას ამ ზაფხულს დაიწყებს. ამის შესახებ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის Red Sea Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ პაგანომ განაცხადა.

„ჩვენი წითელი ზღვის საერთაშორისო აეროპორტი ამ ზაფხულს გაიხსნება და შეძლებს შიდა ფრენების მიღებას, ხოლო 2024 წლისთვის საერთაშორისო ფრენებს მიიღებს“, - განაცხადა პაგანომ Arabian Business-თან ინტერვიუში.

როგორც მან აღინიშნა, აეროპორტს შეეძლება ყველა ტიპის თვითმფრინავის მიღება: მცირე კერძოდან, მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავამდე - Airbus A380.

ის ასევე იქნება რეგიონში ერთადერთი აეროპორტი, რომელსაც აქვს სპეციალური ჰიდროპლანის ასაფრენი ბილიკი, აღნიშნავს პორტალი.

როგორც კომპანიის ვებსაიტზეა ნათქვამი, აეროპორტში ბარგის გატანის ადგილი არ იქნება, სამაგიეროდ, ის დაუყოვნებლივ გაიგზავნება სასტუმროს ნომერში, რათა შემცირდეს აეროპორტში გატარებული დრო. აღნიშნულია, რომ აეროპორტის დიზაინი შთაგონებულია უდაბნოს სილამაზით.

კოკა კვირკველია