ინვესტორებს ანაკლიის პორტზე წინადადებების წარდგენის ვადა 19 ივნისს ეწურებათ

ინვესტორებს ანაკლიის პორტზე წინადადებების წარდგენის ვადა 19 ივნისს ეწურებათ. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ინვესტორებს ინტერესთა გამოხატვისთვის ვადა 19 მაისამდე ჰქონდათ, თუმცა, როგორც დეპუტატისთვის გაგზავნილი მონაცემებიდან ირკვევა, ეს ვადა 1 თვით - 19 ივნისამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად, მოსალოდნელია რომ სწორედ ამ პერიოდში გახდება ცნობილი, თუ ვინ არის დაინტერესებული და ვინ განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტს.

სანამ წინადადებების მიღება არ დასრულდება, ეკონომიკის სამინისტრო პრეტენდენტებს არ ასახელებს.

თაია არდოტელი