BMW-ს ელექტრომობილით კახეთში

თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა შტუტგარტიდან თელავამდე

გივი ძია ძრავის ბლოკს ვერ პოულობს. ასაკში შესულმა ქართველმა უკვე თითქმის ყველაფერი გახსნა და ყველგან შეიხედა, BMW i3 ქვემოდანაც დაკვირვებით შეათვალიერა, მაგრამ უშედეგოდ! სადაა ”მატორი”? თელავში ასეთი მანქანა ცოცხლად არ უნახავთ. აქ, საქართველოს ამ მშვენიერ პატარა ქალაქში, რომელიც შავი და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, ძირითადად 90-იან წლებში გამოშვებულ BMW-ებსა და ”მერსედესებს” შეხვდებით - თანაც, შავებს. დასავლური ელექტრომობილი კი აქ უცხოპლანეტელივითაა. გივის ძმისწული ბიძამისს დამცინავი სახით ეუბნება: ”ელექტრო-მატორი აქვს, ბიძაჩემო!” - ამბობს თემო მარგალიტაშვილი.

ეს უკანასკნელი 39 წლისაა და თელავში ახლახან, თავის ძმაკაც ალან ჰაჯიოსთან ერთად შტუტგარტიდან ჩამოვიდა. ალანმა და თემომ 4200 კილომეტრი 65 საათში, nonstop-რეჟიმში გამოიარეს - მხოლოდ მანქანის გასამართად ჩერდებოდნენ - ვერაფერს იტყვი, გადასარევი მოგზაურობა გამოუვიდათ.

იხილეთ გაგრძელება და ფოტომასალა