დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენა იმისთვის, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერა ეჩვენებინა.
მისი ვარაუდით, კახოვკის ტრაგედიის შესახებ საქართველოს მთავრობა დახმარების კუთხით იმსჯელებს.
„კატასტროფაა, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა, რასაც ტელევიზიით გადმოსცემენ. ჩვენი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები ყოველთვის იდგმებოდა, იგივე ჰუმანიტარულ დახმარებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო პლატფორმების გამოყენება, მხარდამჭერი განცხადებები. ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოყენებულია იმისთვის, რომ მხარდაჭერა უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ ყოფილიყო.
ალბათ, კახოვკის ტრაგედიის შესახებ მთავრობაში მსჯელობა იქნება და ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარებთ“, - განაცხადა კალაძემ.