ევროკომისიამ "გაზპრომი" ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა

ევროკომისიამ რუსული ნავთობკომპანია "გაზპრომი" ანტიმონოპოლიური კანონის დარღვევაში ოფიციალურად დაადანაშაულა.

ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში, მარგარეტ ვესტაგერმა განაცხადა. ევროკომისია "გაზპრომს" რეგიონში თავისუფალი კონკურენციის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს. ევროკავშირის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსული ნავთობკომპანია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, მათ შორის პოლონეთს, უნგრეთსა და რეგიონის კიდევ ექვს ქვეყანას ბუნებრივი აირის ფასს უზრდის.

"როგორც აღმოვაჩინეთ, "გაზპრომმა" შესაძლოა, ხელოვნური ბარიერები შეუქმნას რუსული გაზის მიწოდებას ცენტრალური ევროპის ქვეყნების გავლით, რაც თავისუფალი კონკურენციისთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს", - განაცხადა ევროკომისარმა. მისივე თქმით, "გაზპრომის" ქმედებები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრის მონოპოლიაზე მიანიშნებს. პროცედურების შესაბამისად, რუსულ ნავთობკომპანიას 12 კვირა აქვს იმისათვის, რომ ევროკომისიის ბრალდებას პასუხი გასცეს.