სასტუმროებისა და ბინების დაჯავშნის რუსულმა სერვისმა, TVIL.RU-მ წლევანდელი ივნისისთვის ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელი ადგილების ტოპ 10-ეული დაასახელა, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის დაბა ბიჭვინთაც შეიყვანა. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
სერვისმა ეს ადგილები მრეწველობისგან, დიდი ქალაქებისგან, ხალხმრავალი ლოკაციებისგან მოშორებით ყოფნის გამო შეარჩია.
სერვისი ბიჭვინთას რეიტინგში მე-6 პოზიციაზე ასახელებს, სადაც დღიური დაჯავშნის საშუალო ღირებულება 42 დოლარია.
პირველზე სტავროპოლის მხარის კისლოვოდსკია, რომლის „ძირითადი ნაწილი ულამაზეს პარკს უკავია.“ კისლოვოდსკში დასვენების დღიურ ღირებულებად სერვისი 37 დოლარს ასახელებს. მეორე ადგილზე კრასნოდარის მხარის გოლუბიცკაიაა (34 დოლარი), მესამეზე კი კალინინგრადის ოლქის ქალაქი, ზელენოგრადსკია, რომელიც ბალტიის ზღვისპირა კურორტ კურშის ცელას გვერდით მდებარეობს. ზელენოგრადსკში დღიური ჯავშნის ფასი 53 დოლარია.
პირველ ხუთეულს, ასევე, ოკუპირებული ყირიმის ევპატორია ხურავს, სადაც დღიური დასვენება 39 დოლარი ღირს.
ივნისში ეკოლოგიურად სუფთა დასასვენებელი ადგილების შემდეგი ხუთეული ასეთია:
მოამზადა ლადო სულაბერიძემ