Bloomberg - პენტაგონი უკრაინისთვის დახმარების ახალ, 2 მილიარდიან პაკეტს ამზადებს

პენტაგონი უკრაინას 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების გრძელვადიანი სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ინიციატივის ფარგლებში გამოიყოფა, მოხმარდება Hawk-ის სარაკეტო გამშვებების, ასევე Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის GEM-T და PAC-3 რაკეტების შესყიდვას.

Bloomberg-ი წერს, რომ დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება დღეს გაკეთდება.