20 მილიონი დოლარი 2 წუთში!

”იუთუბზე” გავრცელებულ კლიპში ფლოიდ მეივეზერის მძღოლი ცნობილი მოკრივის ავტომობილებს გვიჩვენებს.

მეივეზერის მძღოლი ბრიუს მილერია, რომელსაც ისეთი მანქანების მართვის საშუალება ეძლევა, სხვები რომ ოცნებობენ. მისი შეფის ავტოფარეხში ჯერ მარტო სამი Bugatti Veyron დგას და შეგახსენებთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 450 ”ვეირონი” დადის და თითოეული მათგანი მილიონ ევროზე მეტი ღირს. გარდა ამისა, მეივეზერის ფარეხშია Ferrari Enzo-ც, რომლის ფასი ორი მილიონი ევროა.

თანაც, ეს არ არის მეივეზერის ერთადერთი ფარეხი. აქვე შეგახსენებთ, რომ ფლოიდ მეივეზერი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია და მისი ქონება 300 მილიონ ევროდაა შეფასებული. ფლოიდის კოლექციაშია ასევე კიდევ რამდენიმე ”ფერარი”, ”როლს-როისები”, ”ლამბორგინები” და ”პორშეები”. მძღოლის თქმით, მეივეზერს ჯამში 30-ზე მეტი მანქანა ჰყავს.

იხილეთ სრულად + ვიდეო