როგორ გამოიყურება შუმახერის, მადონას, ბექჰემისა და სხვა ვარსკვლავების ძვირად ღირებული სახლები დუბაიში

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ყველაზე დასახლებული ქალაქი დუბაი, გლობალურ ტურისტულ, ბიზნეს და უძრავი ქონების ცენტრად გადაიქცა. მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ, გადასახადებისგან თავისუფალმა ცხოვრებამ მსოფლიო ვარსკვლავების ყურადღება მიიპყრო. ისინი ეძებენ თავშესაფარს თავიანთი ინვესტიციებისთვის.

თავისი საკულტო ჰორიზონტით, პლაჟებითა და შოპინგის განუმეორებელი საშუალებებით, გასაკვირი არ არის, რომ დუბაიში უძრავი ქონების შეძენა უამრავ ადამიანს სურს, მათ შორის არიან ულტრა მდიდრებიც.

წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებიც დუბაიში მილიონობით დოლარად შეფასებულ პენტჰაუსებსა და სახლებს ფლობენ:

2-1686313973.jpg

ლინდსი ლოჰანი - 4 მილიონი დოლარი

მსახიობი და მომღერალი ლინდსი ლოჰანი ამჟამად დუბაიში თავის ფინანსისტ ქმართან, ბადერ შამასთან ერთად ცხოვრობს. როგორც ამბობენ, წყვილმა 4 მილიონი დოლარის ღირებულების ვილა ხელოვნურ არქიპელაგზე, Palm Jumeirah-ზე შეიძინა, რომელიც ცნობილია თავისი ძვირად ღირებული რეზიდენციებითა და სასტუმროებით.

3-1686314008.jpg

მიხაელ შუმახერი - 7 მილიონი დოლარი

ლეგენდარული “ფორმულა 1“-ის მრბოლელი მიხაელ შუმახერი Palm Jumeirah-ზე 7 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეს ფლობს.

LLM-ის მიხედვით, უძრავი ქონება მას დუბაის მეფისნაცვალმა შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმმა აჩუქა. 22000 კვადრატულ ფუტზე გაშენებული ვილა მოიცავს კერძო პლაჟს, აუზს და ბაღებს. სასახლის დიზაინი ასახავს შუმახერის გატაცებას რბოლებით.

4-1686314064.jpg

მადონა - 17,3 მილიონი დოლარი

პოპის დედოფალი, მადონა, ცნობილია თავისი მდიდრული გემოვნებით უძრავ ქონებაში. მას ეკუთვნის ხელოვნური არქიპელაგი დუბაიში. Celebrity Homes-ის თანახმად, მისი კუნძულის სასახლე, რომლის ღირებულება 17,3 მილიონ დოლარზე მეტია, ამაყობს 0,8 მილის სიგრძის კერძო პლაჟით. მისი სახლის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური მახასიათებელია წყალქვეშა მისაღები ოთახი, რომელიც საშუალებას აძლევს მას უყუროს საზღვაო სამყაროს.

5-1686314098.jpg

დევიდ და ვიქტორია ბექჰემი - 16 მილიონი დოლარი

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი და მისი დიზაინერი მეუღლე, ვიქტორია ბექჰემი ორ ათწლეულზე მეტია დუბაიში საკუთრებას ფლობენ. ძვირად ღირებული ვილა Palm Jumeirah-ზე მათ 2002 წელს 1,6 მილიონ დოლარად იყიდეს. 2009 წელს კი, როდესაც მისი ღირებულება 9,9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, უძრავი ქონება ვიქტორიას მშობლებს აჩუქეს. Palm Jumeirah ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს გარე ბეტონის აუზი. 2009 წელს მათ ბურჯ ხალიფაში, დაახლოებით 5 მილიონ დოლარად კიდევ ერთი სახლი იყიდეს.

6-1686314181.jpg

როჯერ ფედერერი - 23,5 მილიონი დოლარი

შვეიცარიელი ჩოგბურთის ლეგენდა როჯერ ფედერერი ფლობს 23,5 მილიონი დოლარის ღირებულების პენტჰაუსს დუბაის პრესტიჟულ ცათამბჯენში Le Reve-ში. ეს მდიდრული რეზიდენცია გთავაზობთ განსაცვიფრებელ ხედებს, მაღალი დონის კეთილმოწყობის სპექტრს, ჭკვიანი სახლის სისტემას და ა.შ.

7-1686314224.jpg

მუკეშ ამბანი - 80 მილიონი დოლარი

ინდოელი ბიზნეს მაგნატი მუკეშ ამბანი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, Palm Jumeirah-ს რეგიონში 80 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლეს ფლობს.

ეს სანაპირო ზოლი ცნობილია ულამაზესი ხედებით და შთამბეჭდავი მახასიათებლებით. ქონებას ამშვენებს დახვეწილი იტალიური მარმარილო. აღჭურვილია ბარით, სალონით და განსაცვიფრებელი ქანდაკებებით.

მას აქვს ათი მდიდრული საძინებელი, კერძო სპა და მრავალი საცურაო აუზი. ვილას ასევე აქვს კერძო პლაჟი.

8-1686314261.jpg

ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი - 100 მილიონი დოლარი

დაშორებამდე, ჰოლივუდის A-lister-მა მსახიობებმა დუბაიში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ხელოვნური კუნძული იყიდეს.

კუნძულზე არის შეკვეთით აშენებული ეკოლოგიურად სუფთა სასახლე კერძო პლაჟით, ვერტმფრენის მოედანით და წყალსადენის ქსელით.

ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის კუნძულის სახლი დუბაიში ყველაზე სახელგანთქმული სახლია.

წყარო: therichest.com

თეონა რამაზაშვილი