Xiaomi-ს ჭკვიანი სათვალე ბესტსელერი გახდა

Xiaomi-მ ოფიციალურად განაცხადა ჭკვიანი აუდიო სათვალეების - Mijia Smart Audio Glasses გაყიდვების დაწყების შესახებ, რომლის პრეზენტაციაც გაზაფხულზე შედგა.

სათვალე არის ელეგანტური და ერგონომიული. მისი წონა კი მხოლოდ 38,1 გრამს შეადგენს. მის ფუნქციებში AI-ს დახმარებით ზარის დროს საუბრისას ხმაურის შესამცირებლად ორმაგი მიკროფონი შედის, აქვს გაუმჯობესებული ელემენტები და სენსორული კონტროლი.

სათვალე გთავაზობთ შვიდ საათამდე უწყვეტ საუბარს ან ათ საათამდე უწყვეტი მუსიკის მოსმენას. მას შეუძლია ერთ კვირამდე იმუშაოს ლოდინის რეჟიმში. ორივე მხრიდან მას აქვს 30 მმ სიგრძის შეხების ადგილები, რაც საშუალებას გაძლევთ მართოთ მოწყობილობა ორივე ხელით. ხმის ასისტენტების გააქტიურება ხანგრძლივი დაჭერით არის შესაძლებელი.

Mijia ჭკვიანი აუდიო სათვალე მხარს უჭერს ორი მოწყობილობის ერთდროულ კავშირს, რაც გამოყენებას კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის. ისინი აღჭურვილია სათვალეების ძებნის ფუნქციით და გთავაზობთ დაცვას მტვრისგან და წყლისგან (IP54).

გაჯეტის ფასი 115 დოლარია.

352386426-860374255660156-5074713522077853533-n-1686386594.png

კოკა კვირკველია