Libero-ს და Libresse-ის მწარმოებელმა რუსეთში ბიზნესი გაყიდა

ჰიგიენური საშუალებების შვედურმა მწარმოებელმა, Essity-მ, რომელიც ტუალეტის ქაღალდ Zewa-სა და Libresse-ის საფენებს აწარმოებს, რუსეთში ბიზნესი გაყიდა. ეს განცხადება კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ „Essity-მ მყიდველთან ხელშეკრულება გააფორმა და გარიგება რუსეთის ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა. ტრანზაქცია, სავარაუდოდ, 2023 წლის მეორე კვარტალში დასრულდება.“

შვედურმა კომპანიამ რუსეთის ბაზრიდან გასვლაზე ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილში დაიწყო მუშაობა. გასულ წელს კომპანიის აქტივები რუსეთში, დაახლოებით, 1,7 მლრდ შვედური კრონით (157 მლნ დოლარით) გაუფასურდა.

2022 წელს Essity-ის სუფთა გაყიდვებმა რუსეთში ჯგუფის მთლიანი სუფთა გაყიდვების, დაახლოებით, 2% შეადგინა. კომპანიის განცხადებით, მოგებაზე ბაზრიდან გასვლის ზეგავლენა გარიგების დახურვის შემდეგ გამოცხადდება, თუმცა კომპანია არ მოელის, რომ ეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქნება.

Essity-ის მმართველი, მაგნუს გროტი განმარტავს, რომ „რუსეთში კომპანიის ბიზნესგარემო გაუარესდა, ხოლო მისი აქტივები ქვეყანაში, დაახლოებით, 1,4 მლრდ შვედური კრონით (140 მლნ ევროთი) გაუფასურდა.

Essity რუსეთში 1994 წელს შევიდა. მისი ქარხნები ლენინგრადისა და ტულას ოლქებში პროდუქტებს Zewa-სა და Tork-ის ბრენდებქვეშ აწარმოებენ. ტულაში, კერძოდ, ვენევის კიდევ ერთი საწარმო Libero-ს ბავშვის საფენებს, TENA-ს ზრდასრულთა და Libresse-ის ქალის საფენებს აწარმოებს.

კომპანიის სამივე ქარხანაში რუსეთში მთლიანობაში, დაახლოებით, 1300 ადამიანი არის დასაქმებული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ