2040 წლისთვის მსოფლიოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება

”გაზის 80%-ზე მეტის მიწოდება სამი კონტინენტიდან განხორციელდება”

2040 წლისთვის მსოფლიოში ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ნავთობსაგაზო კონცერნ Royal Dutch Shell-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა ენდი ბრაუნმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგაზო პროექტებს და ფსონს გაზის მოპოვების გაზრდაზე აკეთებს. როგორც ენრი ბრაუნმა IHS Ceraweek-ის კონფერენციაზე განაცხადა, თხევად ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა 2025 წლისთვის წლიურად 450 მილიონ ტონამდე გაიზრდება, გაზის 80%-ზე მეტის მიწოდება კი სამი კონტინენტიდან - ავსტრალია, ჩრდილოეთ ამერიკა და აღმოსავლეთ აფრიკა- განხორციელდება.

Royal Dutch Shell ინგლისურ-ჰოლანდიური ნავთობსაგაზო კონცერნია, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ნახშირწყალბადის მოპოვებითა და გადამუშავებით არის დაკავებული.