ამსტერდამის ხელისფლება ველოსიპედის გვირაბებს უფრო მიმზიდველს გახდის. მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას 5 ყველაზე უსიამოვნო გვირაბის გამოვლენაში დახმარებით მიმართა. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.
შერჩეული გვირაბები ისე მოეწყობა, რომ მათი გამოყენება ველოსიპედისტებისთვის სასიამოვნო გახდეს. პროექტის მიხედვით, გვირაბების ატმოსფერო ხუთივე გრძნობის, გემოს, ყნოსვის, მხედველობის, სმენისა და შეხების სასიამოვნო შეგრძნებებს უნდა იწვევდეს.
კერძოდ, გვირაბებში, ესთეტიკური განათების გარდა, სასიამოვნო მუსიკა ჩაირთვება და ყვავილების სურნელი გავრცელდება.
ამასთან, მერია ველოსიპედისტებისთვის ქალაქში გადაადგილებას უფრო მოსახერხებელს გახდის. კერძოდ, ამსტერდამის ზოგიერთი შუქნიშანი ისე გადაკეთდება, რომ გარკვეულ დღეებში მწვანე შუქს ველოსიპედისტებისთვის უფრო ხშრად აანთებს, ვიდრე ავტომობილებისთვის.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ