ილონ მასკი "ჯადოქრობისა და პროპაგანდის ვიცე-პრეზიდენტს" ეძებს

ილონ მასკმა Twitter-ზე კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება გააკეთა. მან გამოაქვეყნა შეტყობინება, რომ ეძებს პირს „ჯადოქრობისა და პროპაგანდის ვიცე-პრეზიდენტის“ თანამდებობაზე.

ორიგინალური პოსტი უკვე ნახა მილიონობით გამომწერმა, თუმცა Twitter-ის მფლობელს ჯერ არ დაუკონკრეტებია კონკრეტულად რაზე საუბრობს. საინტერესო იყო ის ფაქტი, როცა პოსტის დადებიდან მომდევნო დღეს მან ისლანდიელ მეწარმესა და ფილანტროპს ჰარალდურ ტორლეიფსონს უპასუხა, რომელიც თავის მხრივ აცხადებს ​​რომ „აშშ ცხოვრობს პოსტ-სიმართლის, პოსტ-გონიერებისა, და პოსტ-ეთიკის სამყაროში“, მასკმა მას შემდეგი დაუკომენტარა - „ამიტომ ვეძებ პროპაგანდის (და ჯადოქრობის) ვიცე-პრეზიდენტს“.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი უკვე არ არის Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი. გასულ ორშაბათს, 5 ივნისს, მისი ადგილი NBCUniversal-ის ყოფილმა სარეკლამო დირექტორმა ლინდა იაკარინომ დაიკავა.

კოკა კვირკველია