მილდიანის წარმატება "ვაინექსპოზე"

2-4 ივნისს ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, WINEXPO 2023-ის ფარგლებში გაიმართა ღვინის მე-13 საერთაშორისო კონკურსი, სადაც ჟიურის წევრები მოწვეულნი იყვნენ დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ა.შ. კონკურსზე წარდგენილი 300-მდე ღვინის ნიმუშიდან სულ 9 ოქროს მედალი და 3 ტროფი გაიცა.

საოჯახო მეღვინეობა მილდიანს 8 ღვინო ჰქონდა წარდგენილი და რვავე მათგანი მედლებით დაჯილდოვდა. მათ შორის სამ ღვინოს ოქრო, ხოლო ორ ღვინოს უმაღლესი ჯილდო - ტროფი გადაეცა..

image002-3-1686733229.jpg

გაგაცნობთ საოჯახო მეღვინეობა მილდიანის გამარჯვებულ ღვინოებს:

  • ოქრო და ტროფი - ხიხვი ქვევრი 2018
  • ოქრო და ტროფი - საფერავი რეზერვი 2013
  • ოქრო - ქისი ქვევრი 2015
  • ვერცხლი - მუკუზანი რეზერვი 2018
  • ვერცხლი - რქაწითელი ქვევრი რეზერვი 2018
  • ვერცხლი - წინანდალი რეზერვი 2018
  • ბრინჯაო - ხაშმის საფერავი პრემიუმი 2019
  • ბრინჯაო - ტვიში პრემიუმი 2021

საოჯახო მეღვინეობა მილდიანი 1991 წელს დაარსდა. მის სათავეში დღემდე ერთი ოჯახი დგას და მეღვინეობაც სწორედ მათი გვარის - მილდიანის სახელს ატარებს.

მეღვინეობა და საწარმო კახეთში, სოფელ წინანდალში მდებარეობს. აქ ღვინით დაინტერესებული ტურისტების მიღება, ღვინის დაგემოვნება, მეღვინეობის დათვალიერება და პროდუქციის შეძენაც არის შესაძლებელი.

image004-1686733248.jpg

თბილისში ჯერჯერობით მხოლოდ ონლაინ მაღაზია (www.mildiani.ge) ფუნქციონირებს, თუმცა ძალიან მალე საფირმო მაღაზიის გახსნასაც ვგეგმავთ, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩვენი პროდუქციის მრავალფეროვანი (100-მდე დასახელების) ასორტიმენტი.

(R)