Nvidia-ს კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Nvidia Corporation-ის კაპიტალიზაციამ, რომელიც ცნობილია როგორც ჩიპების მწარმოებელი, სამშაბათს ვაჭრობის შედეგების მიხედვით, პირველად 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის მონაცემები მოწმობს.

Nvidia-ს კაპიტალიზაციამ 30 მაისს ვაჭრობისას 1 ტრილიონი დოლარის ნიშნულს გადააჭარბა, მაგრამ დღის ბოლოს ამ მაჩვენებელს ქვემოთ ჩამოვარდა. სამშაბათს კი კორპორაციის კაპიტალიზაცია პირველად იყო 1 ტრილიონ დოლარზე მეტი ვაჭრობის ბოლოს.

Nvidia გახდა მეშვიდე ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ადრე ამ მაჩვენებელს მიაღწიეს შემდეგმა კომპანიებმა: Apple, Microsoft, Alphabet, Amazon, Tesla, და Meta.

Nvidia-ს აქციების ღირებულება წლის დასაწყისიდან 180%-ზე მეტით გაიზარდა, ხელოვნური ინტელექტის მიმართ მზარდი ინტერესის ფონზე, რომლის განვითარებაც კორპორაციის მუშაობის ერთ-ერთი სფეროა.

კოკა კვირკველია