2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 174.8 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 457.0 ათასი ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა შემცირდა 5.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 244.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 16.5 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 10.4 პროცენტით და 167.9 ლარს უტოლდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ადგილობრივი ვიზიტორების მიერ 2023 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების განაწილებას კატეგორიების მიხედვით: