ყაზახეთის მთავრობა რუსული ავიასაწვავის იმპორტის შეწყვეტას მოითხოვს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრომ კომპანია Kazakhstan Temir Zholy-ს (KTZ) რუსეთიდან ავიასაწვავის იმპორტის შეყვეტა წერილობით მოთხოვა. უწყება მიზეზად ავიასაწვავის ჭარბ იმპორტს ასახელებს. ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის ფედერაციიდან ყაზახეთის აეროპორტების საჭიროებისთვის საავიაციო ნავთის იმპორტის გადაჭარბების გამო 25 ათასი ტონა მოცულობის 420-ზე მეტი ვაგონავზი ალმათასთან, ხოლო 6 ათასი ტონა მოცულობის 100-ზე მეტი ვაგონი ასტანასთან რკინიგზაზე დგას.“

უწყება შიშობს, რომ 20-30 გრადუსზე მეტ გარეტემპერატურაზე რკინიგზაზე ხანძრისა და აფეთქების რისკი არსებობს. ამასთან, ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანიებიდან და აეროპორტებიდან საწვავზე მოთხოვნის არარსებობის გამო ყაზახეთის გადამამუშავებელ ქარხნებში გადამუშავების შემცირებისა და საქონლის ჩაწოლის (ჩასქონლების) რისკი იზრდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტრომ წერილი გაუგზავნა KTZ-ს რუსეთის ფედერაციიდან საავიაციო საწვავის იმპორტის კონვენციური აკრძალვის დაწესების შესახებ სიტუაციის ნორმალიზებამდე,“ - აცხადებენ სამინისტროში.

აკრძალვის შემოღებისა და მოქმედების ვადის თარიღს უწყებაში ჯერ არ აზუსტებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ