Express Bank-ის ქსელი რეგიონშიც განაგრძობს გაფართოებას

Express Bank-ის ორი ახალი სერვისცენტრი დღეს გაიხსნა.

"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, მომხმარებელს Express Bank-ით სარგებლობა უკვე ბოლნისში და გორში შემდეგ მისამართებზე შეეძლება: ბოლნისი სულხან-საბას ქ. N101 და გორი სტალინის გამზ. N29. ახალ Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express განვადებით, Express სესხით და Express ანაბრით.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის ახლა, უკვე 91 Express Bank-ის სერვისცენტრი მოქმედებს.