„ხომ ზრუნავენ „ქართულ გენზე“და გამრავლებაზე, ეს გამოიწვევს ქართველი წყვილებისთვის ფასების ზრდას. იმიტომ, რომ უცხოელი პაციენტები მნიშვნელოვან როლს შეადგენენ ამ ბაზარზე“,- ამის შესახებ "ნიუ ჰოსპიტალის" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვახტანგ კალოიანმა უცხოელი წყვილებისთვის საქართველოში სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, აღნიშნული საკითხის რეგულირებისთვის პარლამენტში კანონპროექტი უკვე გაგზავნილია.
„ხომ ზრუნავენ „ქართულ გენზე“და გამრავლებაზე, ეს გამოიწვევს ქართველი წყვილებისთვის ფასების ზრდას. იმიტომ, რომ უცხოელი პაციენტები მნიშვნელოვან როლს შეადგენენ ამ ბაზარზე. თუ ჩვენ ავკრძალავთ ამას, შეთანხმება ვერ მოხდება ოჯახსა და სუროგატ დედას შორის „გვერდზე ოთახში“?! რაც იკრძალება და ლეგალური ჩარჩოებიდან გადის, ყველაფერი გადადის შემდეგ იატაკქვეშეთში, რისკებიც იზრდება მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის. ასე რომ, ეს მეტად სახიფათო გადაწყვეტილებაა, „კლასიკაა“, ისევ მოქალაქეებზე ზრუნვის სახელით ვიღებთ ბევრად დამაზიანებელ ეფექტს“,- განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.