Airbus-ი კონკურენტ Boeing-ს თვითმფრინავების მიწოდებაში უსწრებს

ამერიკულმა კონცერნმა Boeing-მა იანვარ-მაისში ბაზარს 206 სამგზავრო თვითმფრინავი მიაწოდა. აღნიშნული მონაცემი ჩამორჩება მის მთავარ კონკურენტს, Airbus SE-ს, რომელმაც ამავე საანგარიშო პერიოდში ბაზარს 244 თვითმფრინავი მიაწოდა - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ორივე კომპანიამ გამოაცხადა თვითმფრინავების წარმოების გაზრდის გეგმები, რათა დააკმაყოფილოს მოთხოვნა, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში კვლავ გაიზარდა.

პარიზში ხუთშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას Airbus-ის აქციები 0.4%-ით, ნიუ-იორკში გამართულ სესიაზე კი Boeing-ის აქციების ფასი 1,1%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, აღნიშნული ორი კომპანია გახლავთ მსოფლიოში სამგზავრო ავიალაინერების მთავარი მიმწოდებლები.

კოკა კვირკველია