შვედეთში ინფლაციამ მაისში წლიური თვალსაზრისით 8,2% შეადგინა. მონაცემებს შვედეთის სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
ინფლაცია ქვეყანაში აპრილის 9,7%-იან მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა. თუმცა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა საბაზისო ინფლაციამ, რომლის გაანგარიშების დროს მეტად მერყევი ფასების მქონე საკვები და ენერგეტიკული პროდუქტები გამოირიცხება. ასეთმა ინფლაციამ 8,2% შეადგინა და აპრილის 8,4%-იან მაჩვენებელზე ოდნავ შენელდა, მაშინ, როცა Bloomberg-ის ანალიტიკოსები საბაზისო ინფლაციას 7,8%-ით, ხოლო შვედეთის ცენტრალური ბანკი 8,1%-ით პროგნოზირებდა.
Danske Bank-ის ეკონომისტები აცხადებენ, რომ პროგნოზებთან შედარებით შვედეთის ინფლაციის ზრდა ნაწილობრივ ამერიკელი მომღერლის, Beyonce-ის კონცერტებს უკავშირდება, რომელიც სტოკჰოლმში 10-11 მაისს გაიმართა. Danske Bank-ის უფროსი ეკონომისტის, მიხაელ გრანის შეფასებით, კონცერტებმა მაისში სასტუმროებისა და ბილეთების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, ხოლო ივნისში ეს მოულოდნელი ზრდა შეიცვლება, როცა სასტუმროებსა და ბილეთებზე ფასები ნორმირებულ დონეს დაუბრუნდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ