ილია დარჩიაშვილი - 2010 წელს გაგახსენებთ - მაშინდელმა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ ქვეყანა დააზიანა

მე გაგახსენებთ 2010 წელს - თუ რამემ დააზიანა ეს ქვეყანა, დააზიანა მაშინდელმა თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ და ეს არის რეალობა. შესაბამისად, არ გამოვა და ვერ მოახერხებთ, ის, რაც თქვენ გააკეთეთ, სხვას დააბრალოთ! - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება.

„ერთ მხრივ, ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მმართველი გუნდი თანმიმდევრულად ვახორციელებთ პოლიტიკას, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას ემსახურება, ჩვენ ვპოულობთ თანხვედრას იმაში, რომ მეორე მხრივ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელება და ეს იყოს თანხვედრაში, შესაბამისობაში. მე გაგახსენებთ 2010 წელს - თუ რამემ დააზიანა ეს ქვეყანა, დააზიანა მაშინდელმა თქვენი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ ვიზების გაუქმების შესახებ რუსეთის მოქალაქეებისთვის და ეს არის რეალობა. შესაბამისად, არ გამოვა და ვერ მოახერხებთ, ის, რაც თქვენ გააკეთეთ, სხვას დააბრალოთ. ჩვენ ვემსახურებით სახელმწიფოს კეთილდღეობას, ჩვენი ხალხის ინტერესებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება,“ - განაცხადა მინისტრმა.