TikTok-ის ყოფილი თანამშრომელი ჯეიდ უოლტერსი ახალგაზრდა თაობას უზიარებს სხვადასხვა ხერხებს იმისთვის, რომ სასურველ სამსახურში ადვილად დასაქმდნენ და პრეზენტაბელურები იყვნენ.
საინტერესოა, რა უნდა გავაუმჯობესოთ ამ მხრივ? შრომისუნარიანობის და საყვარელი საქმის კეთების გარდა, კარიერულ წინსვლაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ წარმოაჩენთ თქვენს თავს. ონლაინ თუ პირისპირ გასაუბრებაზე, სპეციალური სქილების დამუშავება, ყველგან მოგცემთ სარგებელს.
აი რას გვთავაზობს TikTok-ის გამორჩეული კონტენტის მფლობელი @theninthsemester:
გამოიყენეთ დაქირავების აპლიკაციები
აპები, როგორიცაა WayUp ან Handshake არის სასარგებლო ინსტრუმენტები, რომლებიც ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს რესურსების დიდ რაოდენობაზე მისცემს წვდომას.
დარეგისტრირება მარტივი და უფასოა. საიტებზე შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ პოზიციები სპეციალობის მიხედვით და გაარკვიოთ, რა სამუშაოებისთვის შეიძლება იყოთ შესაფერისი.
წარმოაჩინეთ თქვენი მისწრაფებები თქვენს რეზიუმეში
“არ შეგეშინდეთ თქვენი გატაცებების ხაზგასმა რეზიუმეში, იქნება ეს თქვენი ბლოგი, მცირე ბიზნესი, YouTube არხი თუ პოდკასტი“, - გვირჩევს უოლტერსი.
არ შეგეშინდეთ საკუთარი თავის პოპულარიზაციის არაორდინალური გზების. მონიშნეთ თქვენი მიღწევები კარიერის მიღმა.
გამოიყენეთ LinkedIn ეფექტურად
მოექეცით თქვენს LinkedIn-ს ისე, როგორც თქვენს პირად პროფესიულ ბლოგს. განაახლეთ თქვენი პროფილი, გააზიარეთ თქვენი კარიერული მოგზაურობები და გაზარდეთ ვირტუალური ქსელი კლასელებთან, კოლეგებთან, LinkedIn-ის სხვა შემქმნელებთან და რეკრუტერებთან ერთად.
LinkedIn საშუალებას მოგცემთ განაცხადოთ პოზიციებზე პირდაპირ მათი პლატფორმიდან, რაც გაამარტივებს პროცესს. თქვენი პროფილის განახლება და ხშირი გამოქვეყნება დაგეხმარებათ, რომ პროფილმა პოტენციური დამსაქმებელი უფრო მიიზიდოს.
მიჰყევით გადამზადების კურსებს
არასოდეს თქვათ უარი შემოთავაზებულ სემინარებზე თუ გადამზადების კურსებზე. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი კარიერული წინსვლისთვის გაღებული სამყაროს საჩუქარია.
ფოკუსირება პროდუქტიულობაზე
”დარწმუნდით, რომ თქვენი დღეები პროდუქტიულად დაგეგმეთ“ - გვირჩევს უოლტერსი.
სამსახურში სრულად უნდა დაიხარჯოთ, თუმცა აუცილებლად გამიჯნეთ პირადი სივრცე და სამუშაო როგორც პროცესი, ასევე საათები. ვინც არ არის კარგად დასვენებული, ის პროდუქტიულიც ვერ იქნება. არავის მისცეთ უფლება, თქვენი რესურსი ბოროტად გამოიყენოს.
წყარო: msn.com