2023 წლის იანვარ-მაისის ექსპორტის მიხედვით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში ყირგიზეთი 5 ადგილზეა. ზრდის მასშტაბით კი, პირველზე.
იანვარ-მაისში, საქართველომ ყირგიზეთში 210.6 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, მხოლოდ 13.7 მლნ აშშ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. შედეგად ზრდა 1 431%-ია.
რაც შეეხება იმპორტს, წელს საქართველოში ყაზახეთიდან მხოლოდ 2.1 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 1.04 მლნ აშშ დოლარის.
,,ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ტოპ-10 საქონელს, რომელიც 2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ ყირგიზეთს მიჰყიდა:
- მსუბუქი ავტომობილები - 181.7 მლნ აშშ დოლარის
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 19.03 მლნ აშშ დოლარის
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები - 1.4 მლნ აშშ დოლარის
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 1.1 მლნ აშშ დოლარის
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 1.08 მლნ აშშ დოლარის
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 1.02 მლნ აშშ დოლარის
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 907.7 ათასი აშშ დოლარის
- სატვირთო ავტომობილები - 733.2 ათასი აშშ დოლარის
- მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 625.7 ათასი აშ დოლარის
- მინერალური და მტკნარი წყლები - 395.7 ათასი აშშ დოლარის
5 სასაქონლო ჯგუფი, რომელიც 2023 წლის იანვარ-მაისში იმპორტის მოცულობით ლიდერობს:
- თხილი და სხვა კაკალი - 715.1 ათასი აშშ დოლარის
- პარკოსანი ბოსტნეული გამხმარი - 578.2 ათასი აშშ დოლარის
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 276 ათასი აშშ დოლარის
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 257.1 ათასი აშშ დოლარის
- ნათურები ვარვარის ელექტრული ან აირგანმუხტვის - 75.9 ათასი აშშ დოლარის