დავით სერგეენკო: ჯანდაცვის ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ირწმუნება, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება.

"საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებით ორი წლის განმავლობაში მთელი რიგი აპოკალიფსური მოლოდინები და შეფასებები მესმის. ეს არის მოდელი, რომელმაც ასობით ათას ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ინვესტიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას ეხება. ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა ბიუჯეტს შემცირების საფრთხე არ ემუქრება", - აცხადებს დავით სერგეენკო.

სერგეენკოს გაწეული საქმიანობის ანგარიშით გუშინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მოუსმინეს.