თბილისში, ელიზბარ მინდელის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი ადმინისტრაციული ოფისი გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახლად გახსნილი სათავო ოფისი ჯანდაცვის მინისტრმა, მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურთან და ცენტრის დირექტორ ალექსანდრე კუტიბაშვილთა ერთად დაათვალიერა.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ადგილზე, ყველა დეტალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული. მოეწყო ცენტრალური სადისპეტჩერო, სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები. ჩატარებული სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ახალ სათავო ოფისში, სხვადასხვა ლოკაციიდან გადასული, ცენტრის 324 თანამშრომელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ ერთ სივრცეში მუშაობს.
როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტროს პრიორიტეტია, ცენტრის თითოეული თანამშრომელს ღირსეული სამუშაო პირობები ჰქონდეს, ახალი ადმინისტრაციული შენობა კი ამისთვის, ყველა საჭირო სტანდარტს აკმაყოფილებს.