ნოდარ ჯავახიშვილი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

ნოდარ ჯავახიშვილი მინისტრის რანგში მთავრობის სხდომაზე დღეს პირველად ესწრება და მცირე კომენტარიც სხდომაზე შესვლამდე გააკეთა. "საკადრო ცვლილებები შეიძლება იყოს. ადამიანებმა ჩემთან მუშაობა შეიძლება არ ისურვონ", - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.