კორპორაცია Intel გეგმავს 30 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას ჩიპების მწარმოებელ ორ ქარხანაში მაგდებურგში - ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
ამერიკულმა კომპანიამ და გერმანიის მთავრობამ ხელი მოაწერეს კონტრაქტის ახალ ვერსიას, რომელიც ითვალისწინებს დამატებით სახელმწიფო მხარდაჭერას, მათ შორის სტიმულირების ღონისძიებებს.
ონლაინ გამოცემა MarketWatch, სხვა მედიაზე დაყრდნობით, ადრე იტყობინებოდა, რომ Intel მიიღებს სახელმწიფო სუბსიდიებს 10 მილიარდ ევროს ოდენობით და ენერგიის ხარჯების შეზღუდვას.
პირველ ქარხანაში წარმოება სავარაუდოდ, ევროკომისიის მიერ მასტიმულირებელი ღონისძიებების დამტკიცებიდან ოთხიდან ხუთ წლამდე ვადაში დაიწყება. Intel-მა კომპლექსის მშენებლობის ადგილი 2022 წლის ნოემბერში შეიძინა.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა კომპანიის განზრახვის შესახებ, ააშენოს ქარხანა ისრაელში და ამწყობი კომპლექსი პოლონეთში, შესაბამისად 25 და 4,6 მილიარდი დოლარის ინვესტიციებით.