გორში სულხან - საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუჩის სიგრძე 689 მეტრია დაპროექტის ფარგლებში განხორციელდა ტრანსპორტის სავალი ნაწილის, ტროტუარების, მიერთებებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სულხან - საბა ორბელიანის ქუჩაზე გადადგილებისას მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს პრობლემები აღარ ექმნებათ.