ჩეხეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ჩეხეთში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება ჰოლანდიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფარგლებში არსებული იმპორტის ხელშეწყობის ცენტრის (CBI) ინიციატივით, პრაღის ღვინის აკადემიასა და ჩეხეთის სომელიეების ასოციაციის ხელშეწყობით გაიმართა.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზაალ გოგსაძემ, რომელმაც ქართული ღვინის ისტორიისა და თავისებურებების შესახებ ისაუბრა. ღონისძიების პირველ ნაწილში ღვინის მწარმოებლისა და ჟურნალისტის რიხარდ სტავეკის ხელმძღვანელობით დეგუსტაციის "მასტერ-კლასი" ჩატარდა.

მონაწილეებს სადეგუსტაციოდ სხვადასხვა ქართული კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოები წარედგინათ. მოწვეულ სტუმართა შორის ქართველი ღვინის მწარმოებლები, იმპორტიორები, დისტრიბუტორები, სომელიეები და ჟურნალისტები იყვნენ.