პაპუნა ლეჟავა - კანონი მიღებულია და ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ

კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ავირჩიოთ. წინასწარ ვერ გეტყვით, ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამასთან, ლეჟავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე იყოს წარდგენილი.

"პირველ ვიცე-პრეზიდენტზე მსჯელობა, რა თქმა უნდა, გვექნება. კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ამ კანონის შესაბამისად ავირჩიოთ პირველი ვიცე-პრეზიდენტი. ამ გადაწყვეტილებას დღეს მივიღებთ თუ უახლოეს დღეებში, წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა ეს გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული და, რა თქმა უნდა, საჯაროდ გახდება ცნობილი.

საბჭოს ყველა წევრს აქვს უფლება, რომ გახდეს პირველი ვიცე-პრეზიდენტი. პროცედურა ასეთია - საბჭოს ნებისმიერ ორ წევრს შეუძლია რომელიმე კანდიდატი წარადგინოს, შემდეგ საბჭო იმსჯელებს და ხმების უმრავლესობით გადაწყდება," - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.