გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო

გორის მერიის ინფორმაციით, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

მერიის ცნობით, ახლადრეაბილიტირებული მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).

„პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად განხორციელდა ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც დამონტაჟდა ახალი გარეგანათების სისტემაც, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეექმნებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.