ისტორიული მოვლენა: ილონ მასკმა დაადასტურა, რომ Neuralink-ის პირველ ჩიპს ადამიანს პირდაპირ ეთერში ჩაუსვამენ

მილიარდერმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ მისი ტვინის ჩიპების სტარტაპი Neuralink ადამიანებზე პირველ გამოცდებს წელს დაიწყებს.

პარიზში VivaTech-ის ღონისძიებაზე გამოსვლისას, მასკმა თქვა, რომ Neuralink გეგმავს პირველი ჩიპის პაციენტში იმპლანტაცია ინტერნეტით ტრანსლირდეს, რომელსაც გააკონტროლებს Reuters-ი.

გასულ თვეში Neuralink-მა განაცხადა, რომ მან მიიღო აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა ადამიანებზე პირველი კლინიკური კვლევისთვის, რაც მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს სტარტაპისთვის.

მანამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ Neuralink გეგმავს ჩიპის იმპლანტაციას პირველ პაციენტში, რომელსაც აქვს ტეტრაპლეგია, ანუ ქვედა კიდურების დამბლა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენ პაციენტში გეგმავს მისი კომპანია ტვინის ჩიპების ჩანერგვას პირველად ცდებში და რამდენი ხანი დასჭირდება ტესტებს.

კოკა კვირკველია