სემეკ-მა მოქალაქეებს 101 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 101 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა.

სემეკის ინფორმაციით,  კომისიამ სხდომაზე მოქალაქეებსა და სს "თელასს" შორის არსებული 40 დავა განიხილა, რომლის დროსაც ხანდაზმულად მიიჩნია და მოქალაქეებს ჩამოაწერა კომპანიის მიერ მათზე დარიცხული თანხები. ჩამოწერილმა თანხამ 101 282.90 ლარი შეადგინა.

კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკ-ს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.

კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ცხელ ხაზზე 242 01 80, ასევე Facebook-ის კომისიის ოფიციალურ გვერდზეც.