საქართველოსა და ყაზახეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ისტორიულ მაქსიმუმზეა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველ 5 თვეში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ 254.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლის ამ პერიოდისთვის რეკორდული ნიშნულია და 2022 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელს - 77.8 მლნ აშშ დოლარს - თითქმის 227%-ით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვაში უდიდესი წილი, 241.8 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე მოდის, დანარჩენი, 12.5 მლნ აშშ დოლარი კი იმპორტზე. უნდა ითქვას ისიც, რომ ექსპორტი წინა წელთან შედარებით მკვეთრად, 278%-ითაა გაზრდილი, იმპორტი კი მცირედითაა შემცირებული.
უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:
იმპორტით კი ყველაზე დიდი ოდენობით შემდეგი პროდუქტები შემოდის: