აზერბაიჯანმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი მიმდინარე წლის 2 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.
დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებისა და მისი შესაძლო შედეგების პრევენციის მიზნით, აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2023 წლის 2 ოქტომბრის 06:00 საათამდე გახანგრძლივდა. აღსანიშნავია, რომ მანამდე ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა 1-ელ ივლისამდე იყო განსაზღვრული. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდანაა დაკეტილი.