ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემდგომი განვითარება. ამის შესახებ ევროკომისიის (EC) ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესპანურ გაზეთ El Mundo-სთან საუბრისას განაცხადა.
”ჩვენ ახლახან დავამტკიცეთ ეკონომიკური სანქციების მეთერთმეტე პაკეტი. შეზღუდვები გააგრძელებს ძლიერ გავლენას რუსეთზე. უკვე რთულია უფრო შორს წასვლა", - აღნიშნა ფონ დერ ლეიენმა.
მისივე თქმით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევაში, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი და რომ ჩინეთს აქვს რუსეთში გავლენის მოხდენის ინტერესი და უნარი. "რაც შეეხება უკრაინის აღდგენას, ყველა მოწვეულია და თუ ჩინეთი გადაწყვეტს ამ ნაბიჯის გადადგმას, ეს იქნება ძლიერი სიგნალი.", - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მან ინტერვიუში სამშვიდობო გეგმაზეც ისაუბრა. ”ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაზე მეტად ეს უნდათ უკრაინელებს. ევროკავშირში ჩვენ ვმუშაობთ პრინციპით: არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე. ამავდროულად, არის წინადადებები და ჩვენ მათზე ვმუშაობთ. უკრაინამ წამოაყენა 10 პუნქტიანი სამშვიდობო ფორმულა და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ.“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ "მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ არის საკმარისი გარანტია".
ევროკომისიის პრეზიდენტი EL MUNDO-სთან ინტერვიუში ირწმუნება, რომ „ევროკავშირი 20 ან 30 წელიწადში წარმოუდგენელი იქნებოდა უკრაინის გარეშე“.