Infiniti-მ ლოგო განაახლა

Infiniti-მ ძირითადი რებრენდინგი გამოაცხადა, რომლის ნაწილიც ახალი ლოგოა. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ემბლემის მოდერნიზება მოახდინა, რაც მას მოდურად მინიმალისტურად აქცევს, ამავდროულად კი დილერებისთვის ახალი კონცეფცია შემოიტანა. კომპანიის ლოგო კვლავ განასახიერებს გზას ჰორიზონტისკენ, მაგრამ მისი დიზაინი ოდნავ კორექტირებულია. ეს რებრენდინგი მეოთხე იყო Infiniti-სთვის ბრენდის მთელი 34-წლიანი ისტორიის მანძილზე.

ლოგოს ხაზები უფრო თხელი გახდა, ხოლო ბრენდის სახელში ასოებს შორის მანძილი გაიზარდა - ეს ხაზს უსვამს ჰორიზონტის ხაზს. ამავდროულად, მომავალში Infiniti მანქანებზე გამოჩნდება 3D განათებული ემბლემები. კომპანიამ ხაზი გაუსვა, რომ ლოგო ასახავს წინსვლის მიმართულებას და რომ Infiniti ბრენდი შექმნილია გამოწვევებისთვის.

Infiniti მოდელის ხაზის ფლაგმანი, ახალი თაობის QX80 კროსოვერი, პირველი მიიღებს ახალ ემბლემას. რაც შეეხება ბრენდირებული სადილერო ქსელის სალონებს, ამიერიდან ყველა მათგანი შესაბამისად იქნება მორთული.

კოკა კვირკველია