უკრაინაში, ომის ერთი წლის და 4 თვის შემდეგ forbes-ის რეიტინგის მიხედვით უკრაინელ მილიარდერთა სია 3 ადამიანით შემცირდა.
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ჩამონათვალს, უკრაინის რომელი მოქალაქეები დარჩნენ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში და როგორია მათი ქონებრივი მდგომარეობა:
რინატ ახმატოვი უკრაინის მოქალაქეებს შორის Forbes-ის მილიარდერთა სიაში უცვლელად პირველია. ომის დაწყების მომენტისთვის ახმატოვი 7 მლრდ დოლარს ფლობდა, დღეს კი მისი ქონება 5.7 მლრდ-ია.
ვიქტორ პინჩუკი - ახლა, პინჩუკი 2.1 მლრდ-ის კაპიტალის მესაკუთრეა, ომის დასაწყისისთვის კი, 2.4 მლრდ-ს ფლობდა. ის არის უკრაინის მილების, ბორბლების და ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი. პინჩუკი ასევე არის EastOne Group LLC-ის დამფუძნებელი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძეა.
ვადიმ ნოვინსკი - მცირედით, თუმცა უკრაინის Smart Holding Group-ის მფლობელის ქონება ომის დაწყების შემდეგ გაიზარდა. 2022 წლის თებერვალში ნოვისკი 1.3 მლრდ-ს ფლობდა, 2023 წლის ივნისის ბოლოსთვის კი, მისი კომპანიების კაპიტალი 1.4 მლრდ დოლარია.
კოსტანტინ ჟევაგო - პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარადგინა თავისი კომპანია, ამ მომენტისთვის 1.2 მლრდ დოლარს ფლობს. 2022 წლის თებერვალში კი, 2 მლრდ-ს ფლობდა. ჟევაგო აკონტროლებს "ფინანსები და კრედიტი" ჯგუფს - უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატს. ბიზნესმენი 1998 წლიდან 2019 წლამდე უკრაინის რადას წევრიც იყო.
გენადი ბოგოლიუბოვი - ProvatBank-ის და პრივატ ჯგუფის მფლობელის ქონება 1.7 დან 1.1 მლრდ-მდე შემცირდა.
სიის მიღმა მოხვდნენ: იგორ კოლომოისკი, პეტრე პოროშენკო, ვლად იეტსენკო.