ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა

ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა.

"ბიბისის" ცნობით, ამის მიზეზი ქანდაკებაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება გახდა.  გავრცელებული ცნობით, უცნობმა პირმა 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ თავისუფლების ქანდაკებაზე აფეთქება იყო მოსალოდნელი. ადგილზე პოლიცია და კინოლოგები მივიდნენ. თუმცა, საეჭვო ვერაფერი შენიშნეს.

ტურისტული კომპანია Statue Cruises-ის წარმომადგენლები, რომლებიც კუნძულზე ტურისტების გადაყვანას უზრუნველყოფენ, აცხადებენ, რომ ვიზიტორების ქანდაკებამდე გადაყვანა რამდენიმე საათით შეჩერდა. უცნობია იმ პირის ვინაობა, რომელმაც 911-ში დარეკა და ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.