Whatsapp-ს შეტყობინებების ჩამაგრების ფუნქცია ექნება

WhatsApp მესენჯერი გეგმავს ჩატებში შეტყობინებების ჩამაგრების ფუნქციის გაშვებას, მანამდე კი ის ტესტირების რეჟიმში მუშაობს Android მოწყობილობებზე. ამის შესახებ პორტალი WABetaInfo იტყობინება.

მომხმარებლებს შეეძლებათ აირჩიონ, რამდენ ხანს დაამაგრებენ შეტყობინებას - 24 საათის, 7 დღის თუ 30 დღის განმავლობაში. ჩამაგრებული შეტყობინების წაშლა კი ნებისმიერ დროს შეგეძლებათ.

ეს ფუნქცია ამჟამად ხელმისაწვდომია ტესტერების პროგრამაში ჩართული მონაწილეებისთვის, რომელშიც გაწევრიანება ახლა შეუძლებელია. Android-ის სხვა მომხმარებლებისთვის ფუნქციის გაშვების თარიღი, ისევე როგორც ამ ფუნქციის გამოჩენა Apple-ის მოწყობილობებზე, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვის, WhatsApp ამჟამად მხოლოდ ჩატების ჩამაგრების საშუალებას გაძლევთ და არა ცალკეული შეტყობინებების.

კოკა კვირკველია