"საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე თავდასხმა მოხდა.

"საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალში ერთი პირი შეიჭრა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი შეიარაღებული იყო. ჯერჯერობით უცნობია, წაიღო თუ არა თავდამსხმელმა თანხა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.  "ბაზალეთის ქუჩის სერვის ცენტრზე მოხდა თავდასხმა, რომელშიც მონაწილეობდა ერთი ადამიანი. თავდასხმის დროს არავინ დაშავებულა", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ბალავაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.