თბილისის „ევრო პარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს

თბილისის „ევრო პარკი“ ფუნქციონირებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია საცურაო კომპლექსის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

„გვინდა გაცნობოთ, რომ სამწუხაროდ თბილისის „ევრო პარკი“ აღარ ფუნქციონირებს. მადლობა ჩვენს თითოეულ ვიზიტორს მრავალწლიანი და დაუვიწყარი მოგონებებისათვის,“ - აღნიშნულია „ევროპარკის“ „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

იმის გასარკვევად თუ რა გახდა „ევრო პარკის“ დახურვის მიზეზი, „ბიზნესპრესნიუსი“ შეეცადა მათ წარმომადგენლებთან დაკავშირებას, მაგრამ ამ ეტაპზე მათთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ევრო პარკის“ დახურვის მიზეზი, საცურაო კომპლექსის მიმდებარედ მიმდინარე მშენებლობებია, რამაც აუზის ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.

დამატებით დეტალებს, „ბიზნესპრესნიუსი“ „ევრო პარკის“ წარმომადგენლებთან დაკავშირების შემთხვევაში აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ცნობისათვის, აკვაპარკი „ევროპარკი” დიდუბეში მდებარეობს, ის 2007 წელს გაიხსნა.

თაია არდოტელი