UBS-ი Credit Suisse-ის თანამშრომელთა ნახევარზე მეტს დაითხოვს

შვეიცარიის უმსხვილესი ბანკი UBS-ი აპირებს გაკოტრებული ბანკის Credit Suisse-ის თანამშრომლების უმეტესობა დაითხოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შემცირება სამ ეტაპად ივლისის ბოლოდან მოხდება. ის გაგრძელდება სექტემბერსა და ოქტომბერში. გათავისუფლებების უმეტესი ნაწილი Credit Suisse-ის საზღვარგარეთის ფილიალებში - ლონდონში, ნიუ-იორკში და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში მოხდება.

საბოლოო ჯამში, UBS-ი აპირებს ამჟამინდელი 120,000 თანამშრომელი, 30%-ით შეამციროს, ანუ დაითხოვოს 35,000 პირი, განუცხადა Bloomberg-ს ორმა წყარომ. ამავდროულად, Credit Suisse-ში ამჟამად 45 000 ადამიანია დასაქმებული.

ასეთი მასობრივი გათავისუფლება ბანკს საშუალებას მისცემს, დაზოგოს დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის პერსონალის ხარჯები უახლოეს წლებში.

Credit Suisse-მა, რომლის კონკურენტ UBS-ის მხრიდან შეერწყმა 12 ივნისს დასრულდა, 167-წლიან ისტორიაში ყველაზე დიდი ზარალი 2022 წელს განიცადა. Credit Suisse-ის წმინდა ზარალმა შეადგინა 7,3 მილიარდი შვეიცარიული ფრანკი ($8,5 მილიარდი) წინა წლის 1,65 მილიარდი ფრანკის წინააღმდეგ (1,8 მილიარდი დოლარი), რამაც გაანადგურა ათწლეულების მომგებიანობა.

კოკა კვირკველია